მთავარისიახლეებიპოლიტიკამიმდინარეობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი ნგრევა - აღნიშნეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრაზე

მიმდინარეობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი ნგრევა – აღნიშნეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრაზე

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე ეკონომიკურ და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
 
„ხელისუფლებაში არის კონკრეტული მაფიოზური ჯგუფი, რომელიც არ ითვალისწინებს არავის რეკომენდაციას. სამოქალაქო სექტორის შეფასებით აღარც სასამართლო გვაქვს, აღარც პროკურატურა გვაქვს, ისინი ემსახურებიან მხოლოდ ვიწრო კლანის ინტერესებს. დღევანდელი შეხვედრის ინიციატორები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. არის დისკუსია იმაზე, თუ რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს, რომ ქვეყანაში არსებობდეს ნორმალური ინსტიტუციები. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დაიწყება ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თვალსაჩინოა, რომ მიმდინარეობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი ნგრევა.
 
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, პირველი რიგის ამოცანა არჩევნებამდე მისვლა და არსებული პოლიტიკური ვითარების სწორი განსაზღვრებაა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...