მთავარისიახლეებიმსოფლიოინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი გაუჩინარდა

ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი გაუჩინარდა

Published on

ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი გაუჩინარდა. საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა  გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს და ძებნა გამოაცხადეს – იუწყება Reuters-ი 
 
გავრცელებული  ინფორმაციით, 64 წლის მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს ჩინეთში გამგზავრების შემდეგ არ გამოდის კავშირზე. მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს საფრანგეთის ქალაქ ლიონში მცხოვრებმა მისმა მეუღლემ აცნობა.
 
მენ ჰუნვეის მივლინების მიზნების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.
 
 ინტერპოლის  პრეზიდენტი ჩინეთის მოქალაქეა,  ამ პოსტზე იგი   2016 წელს დაინიშნა, მანამდე კი თავის ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი უსაფრთხოების მინისტრი. . 
 

 

 

 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...