მთავარისიახლეებიპოლიტიკაგია ვოლსკი არაადეკვატურს უწოდებს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ,,ქართულმა ოცნებამ'' გაწირა თავისი თანამებრძოლი...

გია ვოლსკი არაადეკვატურს უწოდებს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” გაწირა თავისი თანამებრძოლი ლევან ყიფიანი

Published on

 
„დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
 
მისი თქმით, თანამებრძოლის გაწირვა არ შეიძლება და ეს ცუდად დაუბრუნდებათ.
 
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლევან ყიფიანთან დაკავშირებით პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას" არავითარი სურვილი არ აქვს ნებისმიერ ადამიანს გადაეფაროს.
 
„არაადეკვატური განცხადებაა. რას ნიშნავს ზურგი შეაქცია, რომ არ გადავეფარეთ, თუკი მას რაიმე მართლაც ჩადენილი აქვს? ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას" არავითარი სურვილი არ აქვს ნებისმიერ ადამიანს გადაეფაროს. უზნეო კამპანია რომ მიმდინარეობს, ეს არის შემაძრწუნებული. ერთმა უღირსმა ადამიანმა ეს კამპანია დაიწყო და აიტაცა ყველამ. გაურკვეველი პიროვნებები გამოდიან და ამ თემაზე ლაპარაკობენ. ამ მხრივ ყიფიანს თანადგომასაც ვუცხადებთ, მაგრამ გამოძიებას უნდა მისცეს ჩვენებები და გამოძიებამ ზუსტად უნდა დაადგინოს მისი ბრალეულობის ხარისხი",- განაცხადა ვოლსკიმ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...