წნეხის, დაშინების უზარმაზარი მანქანა ლევან ყიფიანის წინააღმდეგ – პოლიტიკოსები და არასამთავრობოები მოწმის გუშინდელ განცხადებას აფასებენ

0
445

ცნობისთვის, გუშინ, ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაკითხვიდან გამოსვლის ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრული სიყალბე და სამარცხვინო სიცრუე უწოდება. მისი თქმით, ფარული ჩანაწერების გაკეთება მას შესთავაზა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა , რომელსა ეს  ჩანაწერები ვალის ჩამოსაწერად სჭირდებოდა. მისი თქმით, ის ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. ლევან ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც „სარდაფის ეპიზოდი“ არ ყოფილა.
 
"ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებებს  პოლიტიკოსები და არასამთავრობოს სექტორის წარმომადგენლები აფასებენ როგორც მასზე ზეწოლის შედეგს.
 
"მე სხვა მოლოდინი არც მქონდა. წნეხის, ზეგავლენის, დაშინების უზარმაზარი მანქანა არის ჩართული. აქედან გამომდინარე, ყველა მოწმეს უზარმაზარი საფრთხე აქვს.  შესაძლოა, ფიზიკური განადგურების საფრთხე ჰქონოდა ამ ადამიანს. სამწუხაროდ, ფსიქოლოგიურ-ფიზიკური ზეწოლის შედეგია ეს ყველაფერი. ასეთი რამეები არ იმალება, ყველაფერს ფარდა აეხდება",- განაცხადა „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე. 
 
 
ის, რაც მოვისმინეთ, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდების მცდელობა,“- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც სპორტის ყოფილმა მინისტრმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელსა და აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა.
 
ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება კორუფციაშია ჩართული და ცდილობს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმე არ გამოიძიონ.
 
„თუ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, რას ელოდებოდა ამდენი ხანი ბატონი ყიფიანი, რატომ არ განაცხადა თავიდანვე, რომ ეს იყო ტყუილი. სინამდვილეში ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ, როგორც ჩანს, მართლაც ეს ამბავი არის სიმართლე, მართლაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩართულია კორუფციაში და დღეს ეძებენ გამოსავალს, რომ როგორ არ გამოიძიონ და მიჩქმალონ ეს ამბავი. ამ ყველაფრის საუკეთესო პასუხი იქნება 28 ოქტომბრის არჩევნებზე შესაბამისი პასუხის გაცემა და „ქართული ოცნების“ დამარცხება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 
 
 .ლევან ყიფიანის განცხადების და მისი ვერსიის არ სჯერა სამოქალაქო სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სპორტის ყოფილი მინისტრის განცხადება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არათუ პასუხობს ამ საქმის შესახებ შეკითხვებს, არამედ უფრო მეტ საეჭვო გარემოებას აჩენს. არასამთავრობოები ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ
 
.არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი კი აღნიშნავს, რომ ლევან ყიფიანის ვერსია მეტად დამაჯერებელი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ის ამ განცხადებას ჩანაწერების გამოქვეყნებისთანავე თავიდანვე გააკეთებდა.
 
"ფაქტი რაც არის, რომ ფარცხალაძე ისევ არ დაკითხეს. არიან ხელშეუხებელი ადამიანები, რომლებამდეც ყოველგვარი კითხვის ნიშნის დასმას და ჩრდილის მიყენებას ყველა მეთოდით ერიდება მმართველი გუნდი,"-განაცხადა ონიანმა.
 
"აქ ისმოდა ძალიან ბევრი კონკრეტული გვარი და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ პიროვნებებზე გასვლა. ეს არის როგორც ბატონი ფარცხალაძე, ასევე ბატონი ივანიშვილი, რომელმაც თავად დაადასტურა რომ მსგავს შეხვედრას ჰქონდა ადგილი,"-აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე. 
 

 
წინა სტატიაზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი იხდის და იცვამს – ,,რევოლუციონური ფეშენი” ბორჯომში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური