მთავარისიახლეებიმსოფლიოპეტერბურგში, „რუსეთის საზღვაო პორტის“ შენობაში აფეთქება მოხდა

პეტერბურგში, „რუსეთის საზღვაო პორტის“ შენობაში აფეთქება მოხდა

Published on

სანკტ-პეტერბურგში, „რუსეთის საზღვაო პორტის“ ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება მოხდა.
 
რუსული მედიის ინფორმაცით, ინციდენტი „რუსეთის საზღვაო პორტის“ ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა.
 
სამსახურში მისულმა თანამშრომელმა გახსნა ხის ყუთი, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მან ორივე ფეხი დაკარგა.
 
„რუსეთის საზღვაო პორტის“ ადმინისტრაციის შენობიდან 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
 
რუსეთის შსს-ში აფეთქების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
 
 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...