მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს დილით ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ისევ საპატიმროში დააბრუნეს. კონსილიუმის შემდეგ, სპეციალისტები სიმსივნურ...

დღეს დილით ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ისევ საპატიმროში დააბრუნეს. კონსილიუმის შემდეგ, სპეციალისტები სიმსივნურ პათოლოგიებს გამორიცხავენ

Published on

დღეს დილით ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან “ისევ საპატიმროში დააბრუნეს.  იგი  "მედიქლაბ ჯორჯიაში" ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
ექიმის განმარტებით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი კლინიკაში დატოვების საჭიროება აღარ არის.
კონსილიუმის შემდეგ, სპეციალისტები სიმსივნურ პათოლოგიებს გამორიცხავენ, ექიმები ჰორნერის სინდრომის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობენ.
 
ვანო მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები მუშაობენ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე, – ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, კონსილიუმმა ვერ მოახერხა საბოლოო დიაგნოზზე შეთანხმება, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ აქვს დანიშნული. განცხადებაში ნათქვამია; 
 
„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება დაიწყო 3 აგვისტოს, რის გამოც, მან მკურნალობის მოთხოვნით მიმართა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების ექიმს. 3 აგვისტოს შემდეგ, ივანე მერაბიშვილს ადგილზე ჩაუტარდა 10-მდე სხვადასხვა გამოკვლევა და 5-ჯერ იქნა გადაყვანილი კლინიკებში დიაგნოსტიკაზე. აღსანიშნავია, რომ გამოკვლევების შედეგად, მისი დიაგნოზი მუდმივად იცვლებოდა და საბოლოოდ, 12 სექტემბერს მას დაუდგინეს ჰორნერის სინდრომი, თუმცა ექიმებმა ვერ მოახერხეს აღნიშნული სინდრომის გამომწვევი მიზეზების დადგენა. მიუხედავად აღნიშნული სინდრომის სიმძიმისა, ექიმებმა ივანე მერაბიშვილს მხოლოდ ყელის ფიქსატორის ტარების რეკომენდაცია მისცეს.
 
3 ოქტომბერს, კლინიკაში შეიკრიბა სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო დადგენილიყო ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზები და დღეისთვის არსებული დიაგნოზი. განხილვის შედეგად, კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა ექიმები ვერ შეთანხმდნენ აღნიშნული სინდრომის გამომწვევი მიზეზების თაობაზე და შესაბამისად დიაგნოზზე.
 
მიუხედავად ამისა, კონსილიუმის წევრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული სინდრომის ნიშნების გამოვლენიდან, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენისთვის საჭირო კვლევების ჩატარებამდე გავიდა დიდი დრო, რამაც შეუძლებელი გახადა მიზეზების დადგენა. აღნიშნული კვლევების დროულად ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ჰორნერის სინდრომის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ასევე, კვლევის დაგვიანებამ გაართულა შესაძლო ინტოქსიკაციის დადგენა.
 
გარდა ამისა, ექიმების ნაწილი თვლის, რომ შესაბამისი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, არსებული მდგომარეობა შესაძლოა გაცილებით გამწვავდეს და გადაიზარდოს მენინგიტში.
 
ვინაიდან კონსილიუმმა ვერ მოახერხა საბოლოო დიაგნოზზე შეთანხმება, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ აქვს დანიშნული.
 
ამჟამად, ვანო მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები მუშაობენ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე“ – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...