BCG-ის მიერ ევროპული საქართველოსთვის მომზადებული კვლევის შედეგებით, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება და მისი ერთ-ერთი სუბიექტი სალომე ზურაბიშვილი იქნება, ის დავით ბაქრაძესთანაც და გრიგოლ ვაშაძესთანაც დამარცხდება.
კვლევის მიხედვით, თუ მეორე ტური ზურაბიშვილს და ბაქრაძეს შორის შედგება, ხმები ასე ნაწილდება:
დავით ბაქრაძე – 42,5%
სალომე ზურაბიშვილი – 18,2%;
თუ მეორე ტური ზურაბიშვილს და ვაშაძეს შორის გაიმართება:
გრიგოლ ვაშაძე – 40,4%
სალომე ზურაბიშვილი – 19,3%
2018 წლის 4 ოქტომბერს ევროპულმა საქართველომ გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა მოძრაობის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა -95%.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს არის დანიშნული.