მთავარისიახლეებიპოლიტიკა„უტიფარი და არაკომპეტენტური 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული...

„უტიფარი და არაკომპეტენტური 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები” – ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორის შესახებ

Published on

„ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები. – ასე ახასიათებს პარალმენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორს, რომელიც  პრობლემებს უქმნის ხელისუფლებას თავისი კრიტიკული მიდგომებით 
 
„ საქართველოში არის ჩამოყალიბებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“. ცალკეა ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებს – ამაში ყველა დამერწმუნება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე. “,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
 
 ირაკლი კობახიძიის ესგანცხადება მოყვა  არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას  იმის შესახებ, რომ  ბოლოდროს გავრცელებული აუდიოჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებობს კორუფციის   და არაფორმალური მმართველობის პრობლემა .
 
,, ისინი არიან უბრალოდ უტიფრები. როდესაც ისინი ამ კონკრეტულ ჩანაწერებს უწოდებენ იმას, რომ თურმე კორუფციის პრობლემაა ქვეყანაში, მტკიცებულების გარეშე, არასამთავრობო ხარ, „ნაცმოძრაობა“ ხომ არ ხარ და პოლიტიკური პარტია ხომ არ ხარ, ფორმალურად მაინც, შესაბამისად, როცა მტკიცებულების გარეშე ორი გაუგებარი ადამიანი ავრცელებს რაღაც ჩანაწერს და არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია ფორმალურად მაინც და შენ მტკიცებითი ფორმით, აკაკი ბობოხიძისგან რით განსხვავდები მაშინ? მტკიცებითი ფორმით გამოდიხარ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ამბობ, რომ  ეს არის უტიფრობა, ეს არის, უკეთეს შემთხვევაში, არაკომპეტენტურობა, რაც მე არ მგონია, რომ ერთადერთი მიზეზი იყო, ეს არის უტიფრობა და ზუსტად ამიტომ მინდოდა ამ მონაცემების გაცნობა თქვენთვის.ამას უწოდებენ ეს იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები იმას, რომ ადეიშვილის სასამართლო ყოფილა უფრო მაგარი, ვიდრე დღევანდელი სასამართლო. სირცხვილია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ
 
 პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას , „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი სულხან სალაძე გამოეხმაურა: 
,,როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" მმართველობის 6 წლისთავზეც ვერ გასცდა, ყველას და ყველაფრის „ნაციონალური მოძრაობისთვის" დაბრალებას, მათ შორის სამოქალაქო სექტორის „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოციაციურად დაკავშირებას, – ამის შესახებრომლის მიხედვით, საქართველოში ჩამოყალიბებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი".
 
„არასერიოზულია ამ ტიპის შეფასებები სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით. როდესაც მთავარ კითხვებზე მათ არ აქვთ პასუხები, ყველაზე იოლია ვინმეს დააბრალო პოლიტიკური პროექტის ნაწილად ყოფნა. ეს არ არის სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე პასუხი. ეს არ არის სამართალდამცავ სისტემებში არსებულ პრობლემებზე პასუხი. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" მმართველობის 6 წლისთავზეც ვერ გასცდა, ყველას და ყველაფრის „ნაციონალური მოძრაობისთვის" დაბრალებას, მათ შორის სამოქალაქო სექტორის „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოციაციურად დაკავშირებას.
 
შევახსენებ მათ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ემთხვეოდა ჩვენი შეფასებები დღევანდელი ხელისუფლების, ანუ მაშინდელი ოპოზიციის შეფასებებს. ბუნებრივია, დღეს ხელისუფლება არ დაიწყებდა იმაზე საუბარს, რომ ჩვენი მხრიდან კრიტიკა მაშინ მათთვის მისაღები იყო, მაგრამ მათი ის პასუხი, რომელიც სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოიყენეს და რომელიც გუშინ ყველა მედიასაშუალების პრაიმტაიმში იყო, მოკლებულია დასაბუთებას. მოვუწოდებდი, რომ მეტი აქცენტი გადაიტანონ პრობლემებზე და დაანებონ თავი სამოქალაქო სექტორის ვინმესთან მიკერძოებაზე ძებნას," – განაცხადა სულხან სალაძემ.
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...