მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს იბარებს

ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს იბარებს

Published on

ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს იბარებს. „ომეგა ჯგუფის“ საქმე და სკანდალური ჩანაწერები, სადაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ძალადობრივი მეთოდები იკვეთება, დღეს პარლამენტში განხილვის მთავარი თემა იქნება.
 
დეპუტატები მთავარი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას სწორედ სახელმწიფო რეკეტის შესახებ გეგმავენ.
 
„100% დადასტურებული ფაქტია, ბანკიდან გამოიტანეს 4 მილიონი ლარი, ჩადეს ტომარაში, ჩაუდეს მანქანაში ვიღაც ბანდიტებს, არის საბუთი, არის მტკიცებულება ფულის გამოძალვის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ეს არის მაფიოზური ჯგუფის მიერ დატერორება კონკრეტული ბიზნესის. ამ ისტორიას ვერ წაშლის ხელისუფლება, იმიტომ, რომ საბანკო ჩანაწერები შეუძლებელია გაქრეს, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პროკურორი და შს მინისტრი, ყველა პირი, რომელიც ჩართულია, მოვიდეს პარლამენტში და კითხვებს პასუხები გასცეს,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.
 
შს მინისტრისგან კითხვებზე პასუხს ელოდება "ევროპული საქართველოც."
 
„როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ კორუფციაზე, რა თქმა უნდა, პარლამენტში პასუხი უნდა გაეცეს იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.
 
გიორგი გახარია, სკანდალური ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტია, რომელიც ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას, ბიზნეს ომბუდსმენის სტატუსით ესწრებოდა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....