მთავარისიახლეებისაზოგადოებამოუწერიგებელი სანიაღვრე არხი და საფრთხის შემცველი საკანალიზაციო ჭა- რიგის ქუჩის მოსახლეობა პრობლემებზე...

მოუწერიგებელი სანიაღვრე არხი და საფრთხის შემცველი საკანალიზაციო ჭა- რიგის ქუჩის მოსახლეობა პრობლემებზე საუბრობს

Published on

ზუგდიდში, რიგის  ქუჩის მოსახლეობა წყალსაწრეტი არხის არქონის გამო პრობლემებზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩის სანიაღვრე არხი სანახევროდ გაკეთდა და ნაწილი მოსახლეობის დაზარალდა. წვიმის დროს აქ ეზოებში წყალი შედის და ქუჩა ირეცხება. ასევე საშიშია საკანალიზაციო ჭა, რომელსაც ხუფი არა აქვს და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. გარდა სანიაღვრე არხისა, მოსახლეობა ამბობს, რომ საკანალიზაციო სისტემაც მოუწესრიგებელია , წვიმიან ამინდში ფეკალური მასები გადმოდის და ჭებში ჩაედინება.

 

 

ადგილობრივების თქმით, მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მერიაში ამბობენ, რომ ზუგდიდში ლომოურისა და რიგის ქუჩებზე ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე წყალსაწრეტი სისტემის მოწყობის ღირებულება 56156 ლარს შეადგენს.ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ევრომშენის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროექტში, რომელზეც მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რიგის ქუჩის პრობლემური მონაკვეთი არ შედის.რაც შეეხება მერიას, უწყებაში აცხადებენ, რომ  პრობლემა მათთვის ცნობილია და დანარჩენი სამუშაოების განხორციელება ეტაპობრივად მოხდება.

 

 

 

 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...