მთავარისიახლეებისამართალილევან ყიფიანი დღეს სასამართლოს მისცემს ჩვენებას, ზაზა ოქუაშვილს კი პროკურატურა 4...

ლევან ყიფიანი დღეს სასამართლოს მისცემს ჩვენებას, ზაზა ოქუაშვილს კი პროკურატურა 4 ოქტომბერს იბარებს გამოკითხვაზე

Published on

ლევან ყიფიანი სავარუდოდ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხება – ინფომრაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
 
უწყების ინფომრაციით, სპორტის ყოფილი მინისტრი გუშინ თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.
 
ყიფიანის ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენების მიცემას სასამართლოში აპირებს.
 
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, უახლოეს დღეებში ყიფიანი მედიისთვის ბრიფინგისაც გამართავს, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებს
 
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი 4 ოქტომბერს პროკურატურამ გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ გამოიძახა, –  ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ: 
 
„მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქ.თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, ზ.ო. 2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა, რადგან მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოებისთვის.
 
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, 2018 წლის 14 სექტემბერს, ზ.ო.-ს ადვოკატმა პროკურატურას განუმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სექტემბრის ბოლოს, დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდებოდა გამოკითხვაზე.
 
ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
 
ამასთან, ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა, თან დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
 
გამოძების ფარგლებში, აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება.
 
გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურაში 2018 წლის 12 სექტემბერს დაწყებული გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...