მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩვენ არ გავჩუმდებით. შეუგნებელი ძალის მმართველობა ქვეყანაში ძალიან მალე უნდა მორჩეს''- არასამთავრობო...

„ჩვენ არ გავჩუმდებით. შეუგნებელი ძალის მმართველობა ქვეყანაში ძალიან მალე უნდა მორჩეს”- არასამთავრობო სექტორში გია კობახიძის განცხადებას ეხმაურებიან

Published on

 ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ,, საქართველოს არასამთავრობო სექტორი  არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები'',ბ ამ ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა მოყვა
 
 

„ცხადია მათი მიზანი არის, რომ ჩვენ გავჩუმდეთ, მაგრამ ჩვენ არ გავჩუმდებით“-აცხადებს”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი  ეკა გიგაური და პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს საკუთარი გაბრაზება პროკურატურისკენ წარმართოს. .
 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის რას აკეთებდა და აკეთებს სამოქალაქო სექტორი. ვერძეული თვლის, რომ ამ განცხადებებით პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, რეალურად არსებული პრობლემებიდან ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანა.
 
ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს და პარლამენტის სისუსტეზე საუბრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე.
 
„ეს არ არის პასუხები იმ კითხვებზე რომელსაც ჩვენ ვსვამ, როგორც ჩანს ქართული ოცნება მმართველობის 6 წლის თავზეც ვერ გაცდა, რომ ყველა და ყველაფერი ამ ქვეყანაში დააბრალოს ნაციონალურ მოძრაობას,“-ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.
 
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე კობახიძეს "ქართული ოცნების" კომკავშირის მდივანს უწოდებს.
 
მისი თქმით, „შეუგნებელი ძალის მმართველობა ქვეყანაში ძალიან მალე უნდა მორჩეს''
 
 
 

სიახლეები

ტრაპმი: ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის

ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში...

ზუგდიდში ხვალ აქციაზე პოლიტიკოსი და ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი ჩამოვა

ზუგდიდი უკვე იქცა რეჟიმთან უწყვეტი წინააღმდეგობის ერთ-ერთ კერად. აქაური პროტესტი ხშირად გამხდარა სხვა ადამიანების...

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქეს მიენიჭა

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა. მათ შორის პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები...

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობა ტოვებს - ამის შესახებ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანმა გორგასლის...