მთავარისიახლეებიპოლიტიკავანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია

Published on

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. დღეს კლინიკიდან ყოფილ პრემიერს ციხეში არ დააბრუნებენ. ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება მერაბიშვილის ადვოკატებმა გააკეთეს.
 
ადვოკატის თქმით, ამ დრომდე რეალური დიაგნოზი არ არსებობს მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ადვოკატები ითხოვენ, რომ მისი მდგომარეობის შესწავლაში  უცხოელი სპეციალისტები ჩაერთონ.
 
„გვაქვს მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, თუკი ისინი ვერ ახერხებენ, დასვან მერაბიშვილის დიაგნოზი, თუ რა სჭირს ამ ადამიანს, მოგვცენ ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ამ დიაგნოზის დასმა ჩვენი მოწვეული ექიმებით. იმიტომ, რომ უკვე ორ თვეზე მეტია, გვეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი, გვეუბნებიან, რომ ჰორნერის სინდრომის უკან შეიძლება იდგეს უმძიმესი დაავადებები, როგორიც არის სიმსივნემ, ინტოქსიკაცია, ინსულტი და ამავდროულად, გვეუბნებიან, რომ არ აქვთ დადგენილი, რამ გამოიწვია ეს ჰორნერის სინდრომი. მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩავრთოთ უცხოელი ექიმები იმ კლინიკაში, სადაც იქნება მოთავსებული და ჩვენ მაინც მივაღწიოთ დიაგნოზის დასმას, რომ შემდგომ მოვახდინოთ მისი სწორი მკურნალობა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს ან არ ახერხებს,“ – განაცხადა ადვოკატმა.
 
გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ამ დაავადების გამო, მერაბიშვილს, ფაქტობრივად, სახის დამბლა აქვს განვითარებული.
 
ადვოკატების განცხადებით, 5 გამოკვლევის შემდეგ ყოფილ პრემიერმინისტრს მხოლოდ სიმპტომალური მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა. 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...