მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილს, როგორც რეფორმატორული მოძრაობისა და დემოკრატიის ვარსკვლავს, ...

მიხეილ სააკაშვილს, როგორც რეფორმატორული მოძრაობისა და დემოკრატიის ვარსკვლავს, ELSA Tilburg-ი ,,ღამის საუბრებზე” იწვევს

Published on

4  ოქტომბერს ჰოლანდიის ქალაქ    ტილბურგში შედგება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა  ევროპის  სტუდენტ-იურისტთა ასოციაციის წევრებთან.  
 
შეხვედრის ორგანიზატორია აკადემიური ფორუმი და ELSA Tilburg, რომელმაც პრეზიდენტი მიიწვია, როგორც რეფორმატორული მოძრაობისა  და დემოკრატიის ვარსკვლავი.
 
 როგორც საინფორმაციო ბუკლეტშია ნათქვამი,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და შემდგომში ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსი  მიხეილ სააკაშვილი არის თანამედროვე დემოკრატიის  ხატი და უჭიერესი ორატორი აღმოსავლეთ ევროპაში, ადამიანი, რომელმაც 2003 წელს ასი ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში კორუმპირებული ელიტის წინააღმდეგ, მოახდინა ,,ვარდების რევოლუცია'' და ხელისუფლებაში ხმათა უდიდესი უმრავლესობით მოსვლის შემდეგ   განახორციელა   ძირფესვიანი  რეფორმები ქვეყანაში. გარკვეული ხნის შემდეგ იგი უკრაინელი პოლიტიკოსი გახდა  და ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. სამწუხაროდ, მას არ დააცალეს ხალხის უმრავლესობის გადამწყვეტი მხარდაჭერის მოპოვება –  იძულებით დაატოვებინეს უკრაინა და მოქალაქეობის არქონის გამო თავშესაფარი ნიდერლანდებში ჰპოვა, როგორც ჰოლანდიელი ქალის მეუღლემ. 
4 ოქტომბერს იგი აკადემიური ფორუმისა და ,,ელსა ტილბერგის'' სტუმარი იქნება ტრადიციულ ,,ღამის საუბრებში.''- წერენ შეხვედრის რგანიზატორები საინფორმაციო ბუკლეტში. 
 
 ცნობისათვის:
,,ელსა ტილბურგი'' არის ნაწილი ევროპის  სტუდენტ-იურისტთა ასოციაციისა  ELSA, რომელიც   დაარსდა 1981 წლის 4 მაისს, ვენაში,  ,,რკინის ფარდის'' ორივე მხარეს  არსებული სასწავლებლების  სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით.. მასში გაერთიანებულია 43 ქვეყნის 300 უმაღლესი სასწავლებლის სამართლის ფაკულტეტის 42 000 სტუდენტი,  ამ მაჩვენებლით  ეს ორგანიზაცია ყველაზე დიდი დამოუკიდებელი სამართლის სტუდენტთა კვლევითი ასოციაციაა მსოფლიოში.
 
ასოციაციის ძირითადი  მიზანია  ურთიერთგაგების ხელშეწყობა  და საერთაშორისო კონტაქტების  დამყარება. 
 . 

 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...