მთავარისიახლეებიმსოფლიოინდონეზიაში დანგრეული ეკლესიის ნანგრევებში 34 ბავშვის ცხედარი იპოვეს

ინდონეზიაში დანგრეული ეკლესიის ნანგრევებში 34 ბავშვის ცხედარი იპოვეს

Published on

ინდონეზიაში, ქალაქ პალუში მიწისძვრისა და ცუნამის გამო დანგრეული ეკლესიის ნანგრევებში 34 ბავშვის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ Independent-ი წერს. 
 
ცნობილია, რომ ისინი რელიგიურ საგანმანათლებლო ბანაკს სტუმრობდნენ. ცუნამისა და მიწისძვრისას მათ ეკლესიას შეაფარეს თავი, თუმცა შენობა დაინგრა და ისინი ქვეშ მოიყოლა. 
 
 
ბოლო მონაცემებით, ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა. საცხოვრებელი 17 000-მდე ადამიანმა დატოვა, ორი მილიონ 400 000 მოქალაქეს კი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. 
 
ინდონეზიის ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარება ითხოვა. ევროკავშირმა ინდონეზიას უკვე გამოუყო 1,5 მილიონი ევრო, რომელიც სურსათის, მედიკამენტებისა და კარვებისთვის დაიხარჯება. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა აშშ-მაც.
 
28 სექტემბერს კუნძულ სულავესის სანაპიროზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით მიწისძვრა განმეორდა და ამჯერად მისი სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, რასაც ცუნამი მოჰყვა.

სიახლეები

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...

გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - ინფორმაციას ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს. მიზეზად პატიმრის...

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...