მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მოღალატე" - ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა მოქალაქეებმა გააპროტესტეს

“მოღალატე” – ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა მოქალაქეებმა გააპროტესტეს

Published on

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დილიდან სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. თავდაპირველად ამომრჩეველს ის ნინოწმინდაში შეხვდა, შემდეგ ახალქალაქში იმყოფებოდა, ასევე მხარდამჭერებთან შეხვედრა დაგეგმილია ასპინძაში. შეხვედრამ ნინოწმინდაში ექსცესების გარეშე ჩაიარა. თუმცა ახალქალაქში, იმ დროს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი კულტურის სახლში ამომრჩეველს სიტყვით მიმართავდა, შენობის გარეთ, მოქალაქეების მცირე ნაწილმა პროტესტი გამოთქვა. ისინი სამცხე-ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას აპროტესტებდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზურაბიშვილი ეცადა, ამ ადამიანებს შეხვედროდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი ორმაგი მოქალაქეობის დროულად ამოქმედება იყო. შეხვედრა ქართულ-სომხურ ენაზე მიმდინარეობდა. გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატი ახალქალაქში ადგილობრივებსაც შეხვდა.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...