მთავარისიახლეებიმსოფლიობარსელონაში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობა 180-მა ათასმა ადამიანმა მიიღო

ბარსელონაში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობა 180-მა ათასმა ადამიანმა მიიღო

Published on

ბარსელონაში გუშინდელ საპროტესტო აქციაზე მომხდარი შეტაკებების შედეგად პოლიციის 30-მდე თანამშრომელი დაშავდა. 
 
Mossos d'Esquadra -ს ინფორმაციით,  20-მა პოლიციელმა დაზიანებები კატალონიის პარლამენტის შენობასთან, დანარჩენებმა კი, ბარსელონას პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიიღეს.
 
 საპროტესტო აქციების არც ერთი მონაწილე დაკავებული არ არის.
 
 
შეგახსენებთ, რომ გუშინ კატალონიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბარსელონაში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებიც 2017 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის წლისთავს მიეძღვნა. საპროტესტო აქციებში რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლის მომხრეები მონაწილეობდნენ. ბარსელონაში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობა 180-მა ათასმა ადამიანმა მიიღო.
 
 
დემონსტრაცია კატალონიის პარლამენტის შენობასთან დასრულდა, სადაც მომიტინგეებმა პოლიციური კორდონის გარღვევა შეძლეს, რის გამოც პოლიციელთა ნაწილმა თავი შენობას შეაფარა, შემდეგ კი მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
 
 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...