მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ახლა დროა, დათმობების'' - განაცხადა პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა, რომელმაც „ევროპული...

,,ახლა დროა, დათმობების” – განაცხადა პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა, რომელმაც „ევროპული საქართველო“ დატოვა

Published on

პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა. იგი  პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.
 
დეპუტატმა „კურიერთან“ ინტერვიუში იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც ბაქრაძე-ბოკერიას გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
 
„ახლა უკვე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში ყოველგვარი პარტიული შიდა წესების, დისციპლინის, დარღვევა-არდარღვევის გათვალისწინების გარეშე ბევრად უფრო ადეკვატურად ვიმოქმედებ საზოგადეობის ინტერესების შესაბამისად.
 
ახლა ქვეყანა არის ძალიან ღრმა კრიზისში. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ცვლილებები და ეს დაკვეთა აუცილებლად უნდა შესრულდეს. ჩემი ამ გადაწყვეტილებით თანამებრძოლების ინსპირირებას შევცდები.
 
ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ, ქვეყანაში შექმნილია მძიმე სიტუაცია. მოახლოებული არჩევნების წინ, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც თითოეულ პარტიას, გაერთიანებას აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი ძალების დემონსტრირება უნდა სცადოს და შემდეგ ხმები ითვალოს. ახლა დროა, დათმობების,“- განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
 
საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატის წასვლის შესახებ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა მაშინ პარტიაში ეს არ დაადასტურეს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....