მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა სარალიძეს ,,ქართული ოცნების'' ოფისთან სამართალდამცველებმა გზა გადაუკეტეს

ზაზა სარალიძეს ,,ქართული ოცნების” ოფისთან სამართალდამცველებმა გზა გადაუკეტეს

Published on

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან , სადაც მმართველი გუნდის ლიდერები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებიან, ზაზა სარალიძე ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა ის ოფისთან სამართალდამცველებმა არ მიუშვეს. 
 
სამართალდამცველები ამბობენ, რომ შიგნით "ღონისძიება მიმსინარეობს", რომელიც დახურულია.
 
სარალიძის თქმით, მას ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საუბარი სურს.
 
 
 
"მე ვითხოვ მათთან შესვლას, რათა ვთხოვო, რომ ჩემი შვილის მკვლელები მისცენ პასუხისგებაში. მე ველოდები კომპეტენტურ პირს, თუმცა რეაგირება არ არის.
 
არ რცხვენია კახა კალაძეს? ოთხი შვილის მამა ყოფილა და ასეთ რამეებს რომ კადრულობს?“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
„მაცნობეს, რომ ბატონ კალაძეს გაუკეთებია განცხადება – „ნაციონალების“ მიერ არის მოწყობილი პროვოკაციაო. უნამუსობაა ეს. ამდენი შვილის მამაა, უნამუსოდ რატომ იქცევიან და ასე უნამუსო განაცხადებს რატომ აკეთებენ, ვერ ვხვდები. არ მაქვს მე ჩემი მოკლული შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნის უფლება? რა შუაშია აქ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტები“ და „გირჩი“. ნებისმიერთან მივალ დასახმარებლად, ფაქტია მიკეტავენ გზას. განმარტებას ვერაფერს ვიღებ, რა ბრძანება აქვთ ისიც არ ვიცი. იციან, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობას არ გავუწევ და მიკეტავენ გზას. კეთილი ინებონ მთავარმა პროკურორმა და შს მინისტრმა და მისცენ პასუხისგებაში არა მარტო მკვლელები, არამედ საქმის გამფუჭებელი პროკურორები და ყველა ის პირი, ვინც ოდნავ გაეკარა ჩემი შვილის საქმეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს. „ხორავას ქუჩის ტრაგედია მათ მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა, რომელმაც მაშინვე დაკარგა გულწრფელი მხარდამჭერები, როგორც კი საზოგადოებამ დაინახა „ნაცმოძრაობის“ კარგად ნაცნობი ხელწერა“, – განაცხადა კალაძემ

 

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...