მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად'' - გიორგი ვაშაძე

„საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად” – გიორგი ვაშაძე

Published on

„ჩვენ ამ დღეებში დავინახეთ, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ქურდულ-ოლიგარქული კლანი, ადამიანების კასტა, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე თავისუფალ ადამიანებთან,“ – ეს განცხადება, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
 
ვაშაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ბიზნესზე რეკეტში პირადად ივანიშვილის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებებს ასრულებდნენ. მისი თქმით, ბიზნესზე რეკეტის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას.
 
„საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად. ქვეყანაში აღარ გვაქვს ინსტიტუციები, ქვეყანაში აღარ არსებობს არაფერი და წარმოიდგინეთ, ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება, ვის უნდა მოვთხოვოთ? რომელ პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ, რომელ სამართალდამცავ უწყებებს უნდა მოვთხოვოთ? რომელს შს მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომელიც თურმე პირადად იღებს ამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
გიორგი ვაშაძის თქმით, 28 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება. მან საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.
 
მისივე განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" სამოქმედო გეგმას საზოგადოებას დღეს 15:00 საათზე გააცნობს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....