მთავარისიახლეებიპოლიტიკაყველა მშენებლობა გაჩერდა საქართველოში, გარდა იმ მშენებლობებისა, რომელიც არის დაკავშირებული კალაძესთან -...

ყველა მშენებლობა გაჩერდა საქართველოში, გარდა იმ მშენებლობებისა, რომელიც არის დაკავშირებული კალაძესთან – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი სააკაშვილთან შეთანხმებით მოქმედებს.მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძალიან ბევრი ბიზნესი კალაძის ინტერესებს შეეწირა.„ყველა მშენებლობა გაჩერდა საქართველოში, გარდა იმ მშენებლობებისა, რომელიც არის დაკავშირებული კალაძესთან, კალასთან, ოე, 9 წელი, დღეს რომ ყვიროდა, მართლა ეს უწიგნური, რანაირად შეიძლება ეს იყოს თბილისის მერი. ცუციკივით, რომ დაგვდევდა და აღარ იცოდა, რა დითირამბები ემღერა და ხან რომელი წერტილიდან შემოვიდოდა, მოდი, ფეხბურთი მეთამაშე და ხან სად. სანამ არ გაღორდა და არ მოითხოვა, რომ არსენალის ფრთა მაჩუქეთო,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
ენმ-ის ლიდერმა თბილისში შექმნილ სატრანსპორტო ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საცობის განტვირთვის გეგმა არსებობდა, თუმცა, კალაძემ საკუთარი ინტერესების გამო არ განახორციელა.
 
„საცობებია იმის გამო, რომ შემოვლითი გზა, რომელიც დავამთავრეთ, ეს იყო ჩემი პროექტი, გაყვანილია ეს გზა, ეს არის პრაქტიკულად ახალი სანაპირო. თავის დროზე ლავრენტი ბერიამ გააკეთა სანაპირო და ამით გატვირთა თბილისის ცენტრი და მეორეჯერ, ესეთი დიდი თბილისის ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა გავაკეთეთ ჩვენ, ეს არის მთელი გზა, რომელიც გადის გლდანი-ვარკეთილიდან მთელი ცენტრის გავლით არსენალზე და შემდეგ ორთაჭალისკენ და იქით და ეს არის ის გზა, ოთხზოლიანი გზა, რომელიც როგორც კი გაიხსნება თბილისში განიტვირთება საცობები მომენტალურად და ეს დაბლოკა კალაძემ იმიტომ, რომ არსენალის ფრთაზე ჰქონდა ბიზნესინტერესები,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
სააკაშვილმა ტაქსებზე დაწესებული რეგულაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტაქსების ბიზნესი ერთი მაფიის ხელში მოხვდება, რომელსაც კვლაც ივანიშვილი გააკონტროლებს.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...