მთავარისიახლეებიპოლიტიკამე წავედი არაფრით, რითაც მოვედი იმით წავედი ხელისუფლებიდან- სააკაშვილი

მე წავედი არაფრით, რითაც მოვედი იმით წავედი ხელისუფლებიდან- სააკაშვილი

Published on

„საქართველოში, ვერასდროს, ვერც ერთმა მმართველმა ვერ უნდა შეძლოს სასამართლო სისტემის და პროკურატურის სისტემის ბოროტად გამოყენება,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერის შეფასებისას გააკეთა.
 
მიხელ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, რომლებმაც დღეს განცხადება გაავრცელეს, სთავაზობს, რომ დაასახელონ დამოუკიდებელი მთავარი პროკურორი.
 
13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება საზოგადოებას საია-ს ხელმძღვანელმა გააცნო, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და იმართება კრიმინალების ხელით.
 
„საქართველოში, ვერასდროს, ვერც ერთმა მმართველმა ვერ უნდა შეძლოს სასამართლო სისტემის და პროკურატურის სისტემის ბოროტად გამოყენება. იქაც შედარება შეუძლებელია. ჩვენ გვყავდა რამდენიმე დასავლეთის უნივერსიტეტის დამთავრებული გენერალური პროკურორი, ამათ დანიშნეს ბოტასების ქურდი, რომელიც ნარკომანია გატიალებული ფარცხალაძე,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი განაგებს ყველაფერს და გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდანაც იკრვევა. 
 
„ვთქვათ ესე იყო, ვთქვათ ჩვენ ძალიან ცუდები ვიყავით, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შედარებაც არ არის, იმიტომ რომ მე წავედი არაფრით, რითაც მოვედი იმით წავედი ხელისუფლებიდან. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ქონება აქვს მარტო ფარცხალაძეს. მაგრამ ვთქვათ, მეც ეგეთი ცუდი ვიყავი, ერთი წამით დავუშვათ, ეს აძლევს ამის უფლებას, რომ ეს აკეთონ?“ – აღნიშნა სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც აჭარის დაბრუნების საკითხი იდგა. 
 
„ასლან აბაშიძეს ვებრძოდი და მე ვამაყობ, რომ მე დავიბრუნე აჭარა, მე გადავარჩინე საქართველო მაშინ და ვერავინ ამას ვერასდროს ვერ წამართმევს, ეს მართლა ქონდრის კაცები. ამას ვერ წამართმევენ. აჭარა დღეს ჩვენ არ გვექნებოდა, ჩვენ გამოვიჩინეთ, რა თქმა უნდა, აჭარის მოსახლეობასთან, პატრიოტ ქართველებთან ერთად, მათ შორის იყო მაგალითად ლევანი, მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძეც, ძალიან ბერი სხვა ადამიანი ვინც იქ იყო და კბილებით დაიცვა აჭარის ყოფნა საქართველოში, ჩვენ ვიყავით წკიპზე, ჩვენ პრაქტიკულად დაკარგული გქონდა აჭარა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...