მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მე პარტიული ვერ გავხდები, მე ვითხოვ დამარცხდეს ივანიშვილის ბანდა" - ოქუაშვილმა გრიგოლ...

“მე პარტიული ვერ გავხდები, მე ვითხოვ დამარცხდეს ივანიშვილის ბანდა” – ოქუაშვილმა გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა

Published on

სერიოზული საფრთხე ემუქრება ივანიშვილს, თუ საქართველოში არა დარწმუნებული ვარ საფრანგეთი მოთხოვს პასუხისმგებლობას – ამბობს ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი.
 
„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ჩამოვა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე და ღიად აფიქსირებს, რომ მხარს უჭერს იმ ოპოზიციურ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ლიდერობს.
 
„უკან ჩამოსვლის სურვილი მაქვს, ჩამოვალ, ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა, რომ მივიღო მონაწილეობა თავისუფალ ხმაში და სიტყვაში და ბიზნესში. ვალდებული ვარ ვიყო იმ ხალხში და ჯარში, რომელსაც ეს უნდა და ამოვიღო ის მრუდე ხელები ყველას ჯიბიდან, რომელიც ქვეყანაში პროდუქტს აძვირებენ იმიტომ რომ თვითონ ისარგებლონ. მე თანავუგრძნობ ოცნების იმ წევრებს რომლებიც გულწრფელად არიან. თანავუგრძნობ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც პოლიციის უფროსი ჰყავს ქურდი, რომელიც ბანკს აყაჩაღებს. ამ ალკაპონეებმა პასუხი უნდა აგონ.
 
"საპრეზიდენტო არჩევნები უნდა მოიგოს კანდიდატმა, რომელიც იქნება მათი რეალური ოპოზიცია. ვფიქრობ, რეალური ოპოზიცია, რომელიც არის ის ლიდერობს და ყველა უნდა გაერთიანდეს. მე პარტიული ვერ გავხდები, მე ვითხოვ დამარცხდეს ივანიშვილის ბანდა,“-ამბობს ოქუაშვილი.
 
ოქუაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მას წინა ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა,  „ნაციონალური მოძრაობა“ გაიფილტრა.
 
"დარჩა ის ხალხი, რომელსაც ხედავთ სხვისგან. ბევრი გაიყიდა, ბევრმა დაირქვა გამონაწილებული, მაგრამ მიეკუთვნებიან ისევ ივანიშვილს,“-ამბობს ოქუაშვილი.
 
 

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...