მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე: „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს შეეკრა

კახი კალაძე: „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს შეეკრა

Published on

 
ტელეკომპანია „იბერიას“ საქმე გამოგონილია  – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
 
კალაძე ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს შეეკრა და ის ცდილობს, არ გადაიხადოს დაგროვილი დავალიანება.
 
კახა კალაძის განცხადებით, ნათელია, რომ ზაზა ოქუაშვილი ფარად ტელეკომპანია „იბერიას“ იყენებს. პარტიის გენერალური მდივნის თქმით, არასოდეს ყოფილა ქართული მედია ისე თავისუფალი, როგორიც დღეს არის.  მისივე განცხადებით, ოქუაშვილი ვერ წარმოადგენს ვერც ბიზნესზე და ვერც ტელეკომპანიაზე ზეწოლის ვერცერთ მტკიცებულებას.
 
 
„ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის გადაუხდელობა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა.
 
"საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს – სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას იყენებს. „ქართულ ოცნებას“ მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელმაც მოროდიორივით მიითვისა ტელეკომპანია „იმედი".
 
დღეს ყველა ხედავს, თუ რამდენად თავისუფალია მედიაგარემო საქართველოში.
 
უსუსური ე.წ. ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არც ერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერც ერთ მტკიცებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა, განახორციელონ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
 
პარტიის გენერალური მდივანი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის თავზე ანგარიში წარუდგინა, თუმცა კახა კალაძის გამოსვლის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების კრიტიკას დაეთმო.
 
ბრიფინგს მმართველი გუნდი სრული შემადგენლობით ესწრებოდა. 
 
მათ შორის იყო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მან პრესკონფერენციის დარბაზი ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. .

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...