მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა მიქაიას 2014 წლის ინციდენტში, რომელიც მაშინდელი საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსთან დაპირისპირებას ეხება,...

კახა მიქაიას 2014 წლის ინციდენტში, რომელიც მაშინდელი საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსთან დაპირისპირებას ეხება, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა [Video]

Published on

„ქართული ოცნების“ ყოფილ  წევრს  კახა მიქაიას 2014 წლის ინციდენტში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ იურიდიული ცნობა მიქაიამ  პოლიციისგან  დღეს მიიღო. საქმე ეხება ქალაქის ცენტრში მომხდარ ინციდენტს, როდესაც დაპირისპირება მოხდა ზუგდიდის რაიონის საკრებულოს მაშინდელ წევრ კახა მიქაიასა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის მიმჟამინდელ  უფროსს გრიგოლ მიქავას შორის.
 როგორც მაშინ კახა მიქაია აცხადებდა,  მას მიქავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მისი განცხადებით, მან მიქაიასკენ ხელის დასარტყმელადაც გაიწია, თუმცა მასთან მყოფმა პირებმა ამის საშუალება არ მისცეს.კახა მიქაიას განცხადებით, მიქავამ მას ავტომობილის საქარე მინაც ჩაუმსხვრია, ის  მომხდარს მის მიერ საკრებულოში გაკეთებულ მწვავე განცხადებებს უკავშირებდა და მიქავას პროვოკაციაში ადანაშაულებდა. მიქაია გრიგოლ მიქავას თანამდებობიდან გათავისულებას და მის დასჯას ითხოვდა. როგორც მიქაია აცხადებს, დავა სასამართლოში გაგრძელდება და ის მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვს.
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...