მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ის ამ ოთხი მილიონის გულისთვის მზად არის, რომ მოკლას"- სააკაშვილი

„ის ამ ოთხი მილიონის გულისთვის მზად არის, რომ მოკლას”- სააკაშვილი

Published on

„საქართველოში ხდება სახელმწიფოს განადგურება, საქართველოში ხდება ერთი პატარა ქონდრის კაცის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიწასთან გასწორება, გაბანძება ქვეყნის," – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერის შეფასებისას გააკეთა.
 
სააკაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, სადაც სახელმწიფოს მხრიდან სავარაუდო რეკეტი ვლინდება და რომლის სათავეშიც ივანიშვილი დგას.
 
„ის ამ ოთხი მილიონის გულისთვის მზად არის, რომ მოკლას. ამ ოთხი მილიონით კი არა, კაცმა იკადრა და სიგარეტის ყველა კოლოფიდან წაიღო ორნახევარი თეთრი. ხომ იძახდნენ სააკაშვილის ბარკალიო, სააკაშვილის ერთი ლარიო. მე ანგარიშზე საერთოდ არაფერი არ მაქვს, რამდენიმე ათასი ევრო მაქვს და როგორც ვცხოვრობ ყველა კარგად ხედავს… როცა ამ კაცმა მარტო ბოლო ორ წელიწადში საქართველოში იშოვა დამატებით სამი მილიარდი ლარი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი საქართველოს რესურსს იყენებს იმისთვის, რომ მოგება ნახოს.
 
„ამ დღეებში გავიგე ბევრჯერ, რომ სააკაშვილიც და ივანიშვილიც ერთი და იგივეა. მე მინდა ამ ხალხს ვუთხრა, თქვენ სკლეროზი ხომ არ გაქვთ და რამსები ხომ არ აგერიათ? რანაირად ვართ მე და ივანიშვილი ერთი და იგივე. მინდა კარგად მომისმინოთ ერთი და იდოტიზმს და სისულელეებს თავი დაანებეთ. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, ჩემი მმართველობის 9 წლის განმავლობაში, იმ საამაყო 9 წლის განმავლობაში, შემცირდა 2.01 ლარიდან 1.65-მდე, ხოლო მისი მმართველობის განმავლობაში 1.65-დან 2.61-მდე, კბილებით უჭირავთ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ ყველაფრის დასასრული 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებია. 

სიახლეები

“ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას განცხადებას ვრცელი Facebook პოსტით პასუხობს. ენმ-ს ლიდერი ამბობს,...

წილოსანი: 2008 წლის ომს სათავე დაუდო პოზიციამ, რომ NATO-ში ჩვენი მიღება აქტუალური იყო

ივანიშვილის წარმომადგენლის, ნინო წილოსანის თქმით, 2008 წლის ომს "გარკვეული სათავე დაუდო" NATO-ს სამიტის ფარგლებში...

წყლის შესხმის საქმე – ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლს შესხმის საქმეზე, ნიკა მელიას განაჩენს ხვალ გამოუტანენ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ,...

აშშ და უკრაინა ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ-პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა...