მთავარისიახლეებიმსოფლიოინდონეზიაში მიწისძვრასა და ცუნამის 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში მიწისძვრასა და ცუნამის 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

Published on

Straits Times -ის ცნობით ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა .
 
 თითქმის 17 ათასმა ადამიანმადატოვა საკუთარი საცხოვრებელი სახლი , ხოლო დაახლოებით 2,4 მილიონს კი ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდა.
 
ინდონეზიას მხარდაჭერა მრავალმა ქვეყანამ გამოუცხადა. სამხრეთ კორეამ ჰუმანიტარული დახმარების მიზნით 1 მილიონი აშშ დოლარი გადაუგზავნა, ევროკომისიამ კი 1,5 მილიონი ევრო გამოუყო. თავის მხრივ, საფრანგეთმა, თურქეთმა და აშშ-მ სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
 
პარასკევ დილით სულავესის სანაპიროზე 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით დაფიქსირდა 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა და აფტერშოკების რიგი. მიწისძვრამ ორმეტრიანი ცუნამი წარმოშვა.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...