მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილზე: ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა, ყველას და ყველაფერს...

ბიძინა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილზე: ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა, ყველას და ყველაფერს იწერდა…

Published on

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ , ზაზა ოქუაშვილს ნამდვილად შეხვდა და მისი ბიზნესის პრობლემების შესახებ მოისმინა.
 
ივანიშვილის განცხადებით, დახმარების მიზნით ბიზნესმენები მას ხშირად მიმართავენ ისევე, როგორც ხელისუფლებაში მყოფ პირებს.
 
ივანიშვილი ინტერესდება, თუ რატომ არ აქვს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ის ჩანაწერი, რომელიც მისი და ივანიშვილის შეხვედრას ასახავს და რომელზეც ოქუაშვილის თქმით, ივანიშვილი 4 მილიონს სთხოვდა. ამასთან, ივანიშვილმა ოქუაშვილის განცხადებებს ღიმილისმომგვრელი უწოდა, თავად ოქუაშვილს კი – „ჩანაწერების ოსტატი“.
 
 
„მედიასა და ბიზნესზე ზეწოლაზე განცხადებები ღიმილს იწვევს. მე მას მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარეთ ჩვენ ისევე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. ეს ვალდებულება, როდესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემთან, პრემიერთან ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნესს. სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ მხოლოდ ღიმილისმომგვრელია. ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა, ყველას და ყველაფერს იწერდა, თუმცა რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. თუ ვინმე შეგეკითხებათ გუშინდელ გადაცემაზე, უპასუხეთ, რომ სადაა ჩანაწერები? გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს ამ შეხვედრის შესახებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
 
ოლიგარქი იხტიბარს არ იტეხს,  მმართველ გუნდში კი საპანაშვიდო განწყობაა…
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...