მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექინსპექტირების მესამე ეტაპი დღეიდან იწყება

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექინსპექტირების მესამე ეტაპი დღეიდან იწყება

Published on

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექინსპექტირების მესამე ეტაპი დღეიდან იწყება.შემოწმებას დაექვემდებარება ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მსუბუქი კატეგორიის ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.
„ასეთი ავტომობილებისთვის ინსპექტირება აუცილებელია ჩატარდეს ამოქმედების ეტაპიდან, არაუგვიანეს სარეგისტრაციო მოწმობაში ჩანიშნული რეგისტრაციის თვისა და რიცხვის ჩათვლით.მსუბუქი სამგზავრო კატეგორიის ავტომობილები, გამოშვების თარიღიდან 4 წლის შემდეგ 2 წელიწადში ერთხელ გადიან ინსპექტირებას, ხოლო გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ, ინსპექტირებას გადიან წელიწადში ერთხელ,“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცხელი ხაზის მენეჯერმა ირინა დარსალიამ.
 
ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოქმედებს ცხელი ხაზი – 14-84.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...