მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის მიერ მოხოვნილი 4 მილიონი-შეხვედრას ივანიშვილსა და ოქუაშვილს შორის გიორგი გახარიაც ესწრებოდა

ივანიშვილის მიერ მოხოვნილი 4 მილიონი-შეხვედრას ივანიშვილსა და ოქუაშვილს შორის გიორგი გახარიაც ესწრებოდა

Published on

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც ზაზა ოქუაშვილს, ყოფილმა პრემიერმა 4 მილიონი მოსთხოვა, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. ამის შესახებ განცხადება „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა „კვირის აქცენტებთან“ გააკეთა. მისი თქმით ამ პერიოდში, გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი და ის კარგად იყო ჩახედული შიდა საქმეებში.
 
„ივანიშვილმა 4 მილიონი, რომ მთხოვა, ესწრებოდნენ ივანიშვილი, გახარია, ლევანი და მე ვიყავი იქ. გახარია გახლდათ ომბუდსმენი. ომბუდსმენი კარგად აგროვებდა პრობლემებს. გახარია არ იყო შს მინისტრი. ეს იყო 2016 წელი უკვე და მეორე შეხვედრა იყო არა იანვარში შეიძლება ორი სამი თვის მოგვიანებით. გახარიამ თქვა ამასწინათ, რომ მან კარგად იცის, ომბუდსმენი იყო და ბიზნესის ანატომია და ამ ანატომიაში იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ორგანო  შეიძლება გამოვითვალოთ რომელი  როგორ,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა. 

სიახლეები

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო...

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...