მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ვერ შევეგუები, რომ ე.წ. სასამართლო და ე.წ. პროკურატურა ერთი და იგივეა და...

„ვერ შევეგუები, რომ ე.წ. სასამართლო და ე.წ. პროკურატურა ერთი და იგივეა და ჰქვია სახელი “ბიძინა ივანიშვილი”- პაატა ბურჭულაძე

Published on

ბევრი რამ არის, რასაც ვერ შევეგუები ამ ქვეყნაში,“ – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას შეკრებაზე განაცხადა. მსოფლიო ბანის თქმით, ის არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე უსამართლობას ვერ შეეგუება. ბურჭულაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუციებს ბიძინა ივანიშვილი მართავს, რაც უნდა დასრულდეს. „ვერ შევეგუები, რომ ე.წ. სასამართლო და ე.წ. პროკურატურა ერთი და იგივეა და ჰქვია სახელი “ბიძინა ივანიშვილი”. ამ ერთ ადამიანზე ვართ ყველანი დამოკიდებულები, ჩვენ ვართ მართლები თუ ჩვენ ვართ მტყუვნები. ეს უნდა მორჩეს. როგორე შეიძლება, ადამიანი წყნარად ცხოვრობდეს სახლში, როდესაც შვილმოკლული მამები რუსთაველზე სხედან და სამართლას ეძებენ,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. მან მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. „ბატონი გრიგოლი არის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესია ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, კანონი და კულტურა,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...