მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,უფრო ლოგიკური იქნებოდა, ამერიკელებისთვის ეკითხა როდემდე აპირებენ სამხრეთ ოსეთის აზიური ფაროსანათი მოსპობას?''...

,,უფრო ლოგიკური იქნებოდა, ამერიკელებისთვის ეკითხა როდემდე აპირებენ სამხრეთ ოსეთის აზიური ფაროსანათი მოსპობას?” – ცხინვალი გაეროში მამუკა ბახტაძის გამოსვლას ეხმაურება

Published on

საქართველოს პრემიერის განცხადებები მეგობრობაზე არალოგიკურად ჟღერს იმის ფონზე, რომ სამხრეთ ოსეთი მეზობელი ქვეყნის მხრიდან ბიოლოგიური საფრთხის ქვეშ დგება, – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.
 
„ჩვენ კვლავ მეგობრებსა და თანამოქალაქეებს გვეძახიან. კვლავ ძველ სიმღერას მღერიან. უფრო ლოგიკური იქნებოდა, თუ ბატონი ბახტაძე თავის ამერიკელ მეგობრებს შეეკითხებოდა – როდემდე აპირებენ სამხრეთ ოსეთის აზიური ფაროსანათი მოსპობას?“, – განაცხადა მედოევმა.
 
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან არსებული ბიოლოგიური საფრთხე ხელს არ უწყობს ურთიერთობების ნორმალიზებას. „საქართველოს პრემიერის გამოსვლა იმის ფონზე მოხდა, როდესაც სამხრეთ ოსეთში აზიური ფაროსანის არსებობა ფიქსირდება. ჩვენ უკვე დავინახეთ თუ რა გამოიწვია ამან აფხაზეთში და არ გვსურს ამ სცენარის ჩვენთან განმეორება. ჩვენთვის ეს საფრთხეა“, – დასძინა მან

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...