მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თავშენახული'' ელისაშვილი ლამისაა კობახიძეს კულულებში წვდეს

,,თავშენახული” ელისაშვილი ლამისაა კობახიძეს კულულებში წვდეს

Published on

"ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ნა­მუ­სი არ აქვს. ეს არის ნა­მუს­გა­რე­ცხი­ლი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც ზის და რა­ღა­ცე­ებს ჰყვე­ბა. ასეთ უსინ­დი­სო­ბას და უტიფ­რო­ბას რომ ამ­ბობს, მეხი რა­ტომ არ და­ე­ცე­მა.მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ სიღარიბე შემცირდა, სამარცხვინოა
 
რა­ტომ მეხი არ და­ე­ცე­მა ამ ტიპს, რო­მე­ლიც ფა­ჩუ­ჩე­ბით იჯდა, კა­ციშ­ვილს არ ახ­სოვს სად­მე გა­მო­სუ­ლი­ყოს და ხმა­მა­ღა­ლი პო­ზი­ცია და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნოს.
 
„ვუყურებდი კობახიძეს და გამაოგნებელი იყო, სიღარიბე არ არისო და ეს ღარიბ ხალხს რომ ალაპარაკებთ, ჩაწერილიაო. ირაკლი კობახიძეს კულულში მოვკიდებდი ხელს და ჩავიყვანდი მეტროში, ამოვიყვანდი ნავთლუღის ბაზართან, ვაგზალზე, დიდუბის მეტროდან რომ გამოდიხარ და ვანახებდი ხალხი რა დღეშია. კულულით ვატარებდი რეგიონებში, სათითაოდ მივიყვანდი გაჭირვებულ ოჯახებში და ვანახებდი, იგონებს თუ არა რომელიმე ჟურნალისტი. დადის ჯიპით, 800 დაცვის მანქანით, მაგასაც მთელი მსოფლიო მოსაკლავად არ დასდევდეს და უშველებელ კაბინეტში ზის, საიდანაც არაფერი ჩანს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა
 
ამავე ინტერვიუში იგი ამბობს, რომ არვ  გამორიცხავსივანიშვილთან თანამშრომლობას. 
მისი თქმით, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის  გარემოცვა სთავაზობდა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი,  რაზეც უარი განაცხადა, ამის შემდეგ დავით საგანელიძემ ძველი თბილისის მაჟრიტარობა შესთავაზა, რაზეც ასევე უარი განაცხადა. ელისაშვილის თქმით, ამით მან შეძლო, ეკონტროლებინა ხელისუფლება და მათთან ყოფილიყო კრიტიკული. 
 
,, ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი – თავი თუ შევინახე, შევინახე იმისთვის, რომ მქონოდა ამათი კონტროლის უფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ კი საუბრობს დემოკრატიაზე, მაგრამ თვითონ რომ ხალხს სული ამოართვეს, როგორი დასაჯერებელია მათი?! ამიტომ საკრებულოში „ნაციონალური მოძრობა“ კრიტიკას რომ იწყებდა, ცხრა წელიო იწყებდნენ და მე ვერანაირ ცხრა წელს გამიხსენებდნენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...