მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ,,შავ ძალას'' დებატებში იწვევს , მაგრამ ეს შავი ძალა მისთვის...

სალომე ზურაბიშვილი ,,შავ ძალას” დებატებში იწვევს , მაგრამ ეს შავი ძალა მისთვის არც ოლიგარქია, არც პუტინი

Published on

გადავწყვიტე ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე, მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა მე დავაფიქსირო ჩემი სამართლე, პოზიციები და ყველასთვის ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში,- ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
 
ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია არაღირსეულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის არ არის ევროპული და ცივილური, თუმცა მიუხედავად ამისა, მზად არის კონკურენტებთან დებატებში დაჯდეს.
 
„ეს საარჩევნო კამპანია, როგორც ყველა ხართ მოწმე, ვითარდება როგორც არაევროპული, არაღირსეული, არაცივილური კამპანია. სიცრუე, სიყალბე, შავი პიარი, შეურაცხყოფა, ცილისწამება – ეს არის დამახასიათებელი დღევანდელი საარჩევნო კამპანიის და სამწუხაროდ, ეს ლახავს ასევე საქართველოს სურათს. ყველაზე მიუღებელი ჩემთვის არის არა ეს ბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ არის წარმოთქმული, არამედ ის, რაც ეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ ქვეყანასთან, რომელიც ჩემთვის ერთგვარ წითელ ხაზს წარმოადგენს. ამ პირობებში ნებისმიერი ღირსეული ადამიანი არ დათანხმდებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას დებატებში წარმომადგენლებთან იმ შავი ძალისა, რომლებიც ამ ყველაფერზე მიდიან, ამ ყველაფერზე ბევრი ვიფიქრე და გამომდინარე იმისგან, რომ მე საზოგადოებას, ამომრჩევლებს პატივს ვცემ და სარჩევნო ვითარებას ვცემ პატივს, ჩავთვალე, რომ მე უნდა გადავლახო ის ყველაზე ძლიერი განცდა, რაც დღეს გამაჩნია და რაც მე მაკავშირებს ამ ქვეყანასთან და გადავწყვიტე ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე, მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა დავაფიქსირო ჩემი სამართლე, პოზიციები და ყველასთვის ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...