ოკუპირებული სოხუმიდან გვირჩევენ, არ დავირწმუნოთ თავი სიცრუეში, თითქოს აფხაზეთს და საქართველოს საერთო მომავალი აქვს

0
457
სოხუმში ცინიკურად ეხმაურებიან  საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გაეროში და  „ფარისევლურს“ უწოდებენ მის მიმართვას  აფხაზებისა და ოსებისადმი. 
 
დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში  ნათქვამია, რომ  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისი იყენებს საერთაშორისო ტრიბუნას, „ და ცდილობს  დაარწმუნოს საკუთარი თავი და აუდიტორია სიცრუეში, თითქოს აფხაზეთს და საქართველოს საერთო მომავალი აქვს''.
 
 „თბილისი ჯიუტად არ აღიარებს, რომ მათი „თანამემამულეები“ უკვე 25 წელია სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, რომელთანაც საქართველოს კავშირი არ აქვს. საქართველო უნდა გამოეთხოვოს ილუზიებს რომ საეჭვო სამშვიდობო ინიციატივების დახმარებით აღადგგენენ ქართულ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. აუცილებელია თბილისში  მკაფიოდ გაიაზრონ,   რომ ისტორიას ვერ შეცვლიან  და არსებულ პოლიტიკურ რეალობაში დაიწყონ საკუთარი პოლიტიკის წარმართვა აფხაზეთთან მიმართებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
ამასთან, სოხუმი აკრიტიკებს ცენტრალურ ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე აფხაზეთის იზოლაციისკენ“ მიმართული განცხადებების გამო.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აფხაზებს და ოსებს მიმართა. მისი სიტყვებით, საქართველოს ყველა წარმატება მათი წარმატებაა.
 
„თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა, იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა. მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით და შესაძლებლობებით მივაღწევთ წარმატებას და კეთილდღეობას. მინდა იცოდეთ, მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წინა სტატიაოკუპირებული სოხუმიდან გვირჩევენ, არ დავირწმუნოთ თავი სიცრუეში, თითქოს აფხაზეთს და საქართველოს საერთო მომავალი აქვს
შემდეგი სტატია,,უფრო ლოგიკური იქნებოდა, ამერიკელებისთვის ეკითხა როდემდე აპირებენ სამხრეთ ოსეთის აზიური ფაროსანათი მოსპობას?” – ცხინვალი გაეროში მამუკა ბახტაძის გამოსვლას ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური