მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთი იუსტიციის სახლები მუშაობდა და ესეც მოშალეს - სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ...

ერთი იუსტიციის სახლები მუშაობდა და ესეც მოშალეს – სოციალურ ქსელში ეხმაურებიან გუშინდელ ქაოსს იუსტიციის სახლებში

Published on

იუსტიციის სახლში მთელი დღის განმავლობაში სრული ქაოსი და პარალიზებული სამუშაო გარემო იყო. ოპერატორები მოქალაქეების მომსახურებას ქაოსის გამო ვერ ახერხებდნენ.
 
სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობამ იმ ასობით ადამიანს შეუქმნა, ვინც საჯარო რეესტრში, ტაქსის ლიცენზიის ან სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ამონაწერის ასაღებად მივდა.
 
ასეულობით ადამიანი რიგში გაუსაძლის პირობებში, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
 
„კურიერის“ გადამღები ჯგუფი იუსტიციის სახლის დღეს არ შეუშვეს. უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მედიას მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში ქაოსის და გრძელი რიგების გადაღება სურდა.
 
დედაქალაქის მსგავსად ანალოგიური მდგომარეობა იყო რეგიონებშიც. ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში „კურიერის“ კამერამ იმ პრობლემების დაფიქსირება შეძლო, რომელიც ასობით მოქალაქეს დღეს სერვისის მიღების დროს შეექმნა.
 
მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობას იუსტიციის სახლებში მინისტრი მეწარმეებისა და ტაქსის მძღოლების გადავადებული პროცედურებით ხსნის.
 
ხმაურიანი სამუშაო დღის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული იყო, საშიშპირობებიანი სამუშაოების შპს-ებისთვის რეგისტრაციის ვადა 30 დღით გადაეწია.
 
ერთი იუსტიციის სახლები მუშაობდა და ესეც მოშალეს – ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში მოქალაქეები  გუშინდელ ქაოსს  იუსტიციის სახლებში 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...