მთავარისიახლეებიპოლიტიკადაპირებული სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად მმართველი გუნდი ახლა უკვე უმუშევრობისთვის...

დაპირებული სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად მმართველი გუნდი ახლა უკვე უმუშევრობისთვის დასჯით გვემუქრება

Published on

თბილისის მერი კახა კალაძე “ნეტგაზეთში” გამოქვეყენებული სტატიის – “ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება ზურაბიშვილის მხარდასაჭერად” საპასუხოდ მიმართვას აქვეყნებს და ამბობს, რომ უსაქმურობა ასაკრძალია”
 
“შესაძლოა მე გამოვიყენე ადმინისტრაციულ რესურსად კობახიძე, კობახიძემ გამოიყენა ადმინისტრაციულ რესურსად კალაძე და ეს ყველაფერი ზურაბიშვილის აგიტაციის ფარგლებში… უსაქმურობა კანონოთ უნდა იკრძალებოდეს,” – აღნიშნავს კალაძე.
 
ძალიან ძნელია თვალი მიადევნო კახი კალაძის ლოგიკას და ბოლომდე ჩაწვდე , რისი თქმა სურდა მას, მაგრამ ის რაც პირდაპირი ტექსტით თქვა – ,,უსაქმურობა კანონით უნდა იკრძალებოდეს''  შეიცავს საფრთხეს, რომ  ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის კატასტროფულად მაღალი დონეა, ამ იდეის კანონის სახით ჩამოყალიბება,  შიმშილსა და უქონლობას ვინ ჩივის, დაუსაქმებელ მოსახლეობას უარესი დაემუქრება.
 
აი, ასე:  დაპირებული სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად   მმართველი გუნდი ახლა უკვე უმუშევრობისთვის დასჯას გვპირდება.  გამოსავალი ერთია – არ ვიწუწუნოთ და დავჯერდეთ იმ ბედნიერებას , რასაც  დაუსჯელი უმუშევრობა ქვია.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....