მთავარისიახლეებიპოლიტიკასკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში . ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მინისტრის საიდუმლო მიმოწერა...

სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში . ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მინისტრის საიდუმლო მიმოწერა აშშ ელჩთან მოსკოვში ქართული სპეცსამსახურების დახმარებით მოხვდა.

Published on

სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში – ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ჯანდაცვის მინისტრისა და აშშ-ს საელჩოს მიმოწერისა და დოკუმენტაციის რუსეთში მოხვედრას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფასებენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ინფორმაციის გაჟონვა მსოფლიო დონის პრობლემაა.
 
„სისულელეა ის რომ ლუგარის ლაბორატორია რაიმე ცუდს აკეთებდეს. რაც შეეხება ინფორმაციის დაცულობა, საგანგებო საიდუმლო ინფორმაციებს ვერ იცავენ ხშირ შემთხვევაში“-ამბობს გიორგი ვოლსკი.
 
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და ამერიკის საელჩოს მიმოწერა მოსკოვში ქართული სპეცსამსახურების დახმარებით მოხვდა.
 
„ჩვენი სპეცსამსახურები და თავდაცვის სამინისტრო თვითონ, ნებაყოფლობით აძლევენ რუსეთს ისეთ ინფორმაციას, მაგალითად როგორიცაა თბილისის თავდაცვის ზღუდეები. რუსეთს გახსნილი აქვს კარები ყველანაირი ინფორმაციის მოსაპოვებლად საქართველოს ნებისმიერ სტრუქტურაში“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე.
 
„ევროპულ საქართველოში“ კი იმედოვნებენ რომ ინფორმაციის გაჟონვა შიდასტრუქტურულ არეულობასთანაა კავშირში. ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსულ პროპაგანდას არ უნდა უწყობდნენ ხელს. თუმცა  ბოლოს განვითარებული მოვლენები სხვა რამეზე მეტყველებს  .„ამბების თანმიმდევრობა გვეუბნება იმას, რომ ეს გამიზნული ქმედებაც კი შეიძლება იყოს“-ამბობს იგი
 
წერილები თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობას ეხებოდა. სწორედ მათზე დაყრდნობით კრემლთან დაახლოებულმა მედიამ ხმაურიანი სათაურით სტატია გამოაქვეყნა, სადაც მთავარი აქცენტი ბიოლოგიური იარაღის შექმნის მასშტაბურ საფრთხეზე გაკეთდა..

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....