მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონგრესმენი სტივ რასელი - მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესების მონიტორინგის...

კონგრესმენი სტივ რასელი – მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესების მონიტორინგის თვალსაზრისით [Video]

Published on

კონგრესმენი სტივ რასელის შეფასებით ქვეყანაში რუსეთის გავლენის გაძლიერებას ექს-პრემიერი ივანიშვილი უწყობს ხელს. კონგრესმენი აშშ-ის ხელისუფლებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს

.„ოქტომბერში საქართველოში არჩევნები გაიმართება, რომელიც გადაწყვეტს იქნება თუ არა საქართველო თავისუფალი ქვეყანა, გააგრძელებს თვითგამორკვევის გზას თუ დათმობს პოზიციებს რუსი ოლიგარქის და რუსეთის დომინირების წინაშე. რუსეთი ჩვეული გეგმით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას იმ იმედით რომ საქართველოში პრორუსული ხელისუფლება იქნება. ამ პოლიტიკურ პროცესში მთავარი მოქმედი პირი ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. მისი მიზანი საარჩევნო პროცესებში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. არსებობს ინფორმაცია, რომ საარჩევნო კომმისიიის უდიდეს ნაწილს ივანიშვილი აკონტროლებს. ქართველი ხალხი გამოწვევის წინაშე დგას თავისუფალი არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით. ქართველ ხლხს დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს და არსებობს მარტივი ნაბიჯები, რომლის გადდგმით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს. მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესების მონიტორინგის თვალსაზრისით, მოვუწოდებთ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს და დასავლურ ბანკებს გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები. ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც თავისუფალი საარჩევნო პროცესში ჩარევის მიმართ გულგრილნი იქნებიან გაუუქმდეთ აშშ-ის ვიზები. დასავლურ მედიას კი მოვუწოდებთ დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ამ ქვეყნისთვის ეს შესაძლოა თავისუფლების უკანასკნელი თვეები იყოს“- განაცხადა კონგრესმენმა სტივ რასელმა

 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...