მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთი კაცის უზარმაზარი გავლენა, სასამართლო ნდობის გარეშე და ხელისუფლების სურვილი გააკონტროლოს მედია...

ერთი კაცის უზარმაზარი გავლენა, სასამართლო ნდობის გარეშე და ხელისუფლების სურვილი გააკონტროლოს მედია – 229 შენიშვნა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში

Published on

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში , 229 შესწორება  შედის. ევროპარლამენტის წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში რჩება პრობლემები, რომელთა დოკუმენტში დაფიქსირება და იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სამომავლოდ ევროკავშირის წევრობა სურს, მოგვარებაც აუცილებელია. სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზირება, ერთი კაცის უზარმაზარი გავლენა, სასამართლო ნდობის გარეშე და ხელისუფლების სურვილი გააკონტროლოს მედია კვლავაც პრობლემურ საკითხებად რჩება.
 
ანგარიშში შესული შესწორებებიდან  6 სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის საქმეს ეხება. გუშინდელ სხდომაზე, სადაც ანგარიშსი შესატანი შესწორებები ინა განხილული, ევროპარლამენტარებმა  ხაზი გაუსვეს იმ ფაქტსაც, რომ „რუსთავი 2“-ის ცნობილი მაგალითის პარალელურად, ახლა აქტუალური ტელეკომპანია „იბერიას“ თემაც გახდა. პასუხები კი ხელისუფლებამ ყველა პრობლემურ საკითხს უნდა გასცეს.ევროპარლამენტარები თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ სახელისუფლებო ზეწოლასა და კრიპტოვალუტების გამოყენებით პოლიტიკური კორუფციის მაღალ რისკებზეც საუბრობენ.
 
მმართველ გუნდში დოკუმენტში შესულ შენიშვნებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ევროპარლამენტარებზე გავლენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მოახდინეს.
 
„ნაციონალური მოძრაობა“, ახალი ნაციონალური მოძრაობა, ვითომ სხვა, რომ არის „ევროპული საქართველო“, რომ არის, ცდილობს ევროპარლამენტში გაიტანოს ფორმულირება, რომელიც არათუ სინამდვილეს არ შეესაბამება, არამედ არის ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უზნეობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
 
განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ახსენებს. მათ შორის არის გამოუძიებელი საქმეები, მაღალჩინოსანთა გავლენების სასამართლოსა და პროკურატურაზე.
 
„ეს კრიტიკა არის მიმართული არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ სწორედ იმისთვის, გააკრიტიკოს, მოახდინოს ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რომ იქნება შეარბილოს ეს პროცესი,“-აცხადებს ენმ-ს წევრი გია ბარამიძე.
 
 
9 ოქტომბერს გაირკვევა, დღეს არსებული 229 შენიშვნიდან საბოლოო დოკუმენტში რომელი შევა და როგორი ფორმულირება ექნება შესწორებებს.
 
ევროდეპუტატებმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე უნდა უყარონ კენჭი კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც ფაქტობრივად, ანგარიშის ტექსტის საბოლოო ვარიანტი იქნება.
 
ამ უკანასკნელს  სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში უყრიან კენჭს,

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...