მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო 3 ბავშვი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო 3 ბავშვი დაშავდა

Published on

 ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას  2 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო 3 ბავშვი დაშავდა. დაშავებულები ბიჭები არიან – „სამი ბავშვია, ბიჭები, ერთი ხუთი წლისაა, ორი – ოთხის, ტყუპები არიან. ერთი რეანიმაციაშია მოთავსებული, ორი კი – ქირურგიულ დეპარტამენტში. სამივეს აღენიშნება ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია,“აცხადებენ დღეს  ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის პრესსამსახურში.
 
ავტოავარია ბაგრატიონის ქუჩაზე, გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა. ავტომობილში დაღუპული ბავშვის გარდა იმყოფებოდნენ: მძღოლი, ბავშვის დედა და სამი ბავშვი, ყველანი სხვადასხვა ხასიატის ტრავმებით  საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
 
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე..
 

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...