მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ მეორე ტურში გავლენ ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები - გრიგოლ ვაშაძე და...

თუ მეორე ტურში გავლენ ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები – გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, გამოკითხულთა 37% გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს

Published on

საქართველოში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.
 
კითხვაზე, თუ მეორე ტურში გავლენ ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები – გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, რომელს დაუჭერდით მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:
 
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე – 37%
 
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი – დავით ბაქრაძე – 33%
 
არ ვიცი/ არ ვუპასუხებ – 30%.
 
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...