მთავარისიახლეებისამართალი,,პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არსებობს, როგორც მართლმსაჯულება არ არსებობს'' - ადვოკატი მიხეილ რამიშვილი...

,,პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არსებობს, როგორც მართლმსაჯულება არ არსებობს” – ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დეკანოზის შეწყალებაზე უარის თქმას ეხმაურება

Published on

პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არსებობს, როგორც მართლმსაჯულება არ არსებობს. რომელი საუკუნის ე.წ. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ ვერ გეტყვით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დეკანოზის შეწყალებაზე უარის თქმას.
 
მისივე თქმით, საპატრიარქოსა და გარკვეულ საერო პირებს ძალიან არ უნდათ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალი იყოს.
 
„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებდნენ საპატრიარქო და გარკვეული საერო პირები, რომ მამა გიორგის შეწყალება არ მომხდარიყო. ამას დამოუკიდებლად ვერც პრეზიდენტი გადაწყვეტდა და ვერც კომისიის წევრები. მითუმეტეს, კომისიის ერთ-ერთი წევრია ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
 
მისივე თქმით, შეწყალების კომისიის წევრებს გონიერება აქვთ დაკარგული.
 
„კეთილსინდისიერება და გონიერება აქვთ დაკარგული. გარკვეული პირების ინტერესები გააჟღერეს და უფრო გაითვალისწინეს, ვიდრე სამართლიანობა. პრეზიდენტზე უკვე აღარ მაქვს ლაპარაკი, რადგან პრეზიდენტიც დამოკიდებულია იმ პირებზე, რომლებიც საპატრიარქოში არიან“, – განაცხადა რამიშვილმა.
 
ადვოკატის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში ჩართულები იყვნენ როგორც საერო, ასევე სასულიერო პირები.
 
„ე.წ. ციანიდის საქმეში საერო და სასულიერო პირების ჩართულობა იყო, ეს არაერთხელ არის გაჟღერებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არც პრეზიდენტს, არც საპატრიარქოს, არც საპატრიარქოში მყოფ გარკვეულ პირებსა და შეწყალების კომისიის წევრებს ხალხის აზრი არ აინტერესებთ. სრულიად საქართველომ იცის, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა და ყველას პოზიცია იყო, რომ მამა გიორგი პრეზიდენტს უნდა შეეწყალებინა, მაგრამ ისინი მოსახლეობის აზრს არაფრად თვლიან. პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არსებობს, როგორც მართლმსაჯულება არ არსებობს. რომელი საუკუნის ე.წ. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ ვერ გეტყვით“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიამ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა, რაც პრეზიდენტმა გაიზიარა.
 
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე გასულ კვირას განიხილა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...