მთავარისიახლეებიპოლიტიკახალხმა უნდა იცოდეს, რომ რეალურად ვაშაძე იგებს ამ არჩევნებს- სააკაშვილი

ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რეალურად ვაშაძე იგებს ამ არჩევნებს- სააკაშვილი [Video]

Published on

„სულ რომ ნაკერებზე გაიხეს ივანიშვილი, მას ეს არჩევნები აქვს წაგებული. მისი ფალავანი უკვე დამარცხებულია,“- ასე გამოეხმაურა ბრიუსელიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს.
 
მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.
 
„უნდა ვთქვა, რა არის სალომე ზურაბიშვილის 15% – ეს არის ჩინოვნიკების ნაწილი, რომელთაც სხვანაირად თქმა ეშინიათ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ხმას არ მისცემენ და ეს არის იმ ხალხის მეორე ნაწილი, ვისაც უბრალოდ არ უყვარს თავისი სამშობლო – საქართველო. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რეალურად ვაშაძე იგებს ამ არჩევნებს, მაგრამ თუ ყველა ხმა წავა ვაშაძესთან, ის მოიგებს პირველივე ტურში, მათ უნდა იცოდნენ, რომ ბაქრაძისთვის მიცემული ხმა, არის დაკარგული ხმები. ბაქრაძის ხმების ნაწილი არის ის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ თვლის, რომ ბაქრაძე წარმოგვადგენს მე და „ნაციონალურ მოძრაობას.“ მინდა ვუთხრა ყველას, ბაქრაძე არ წარმომადგენს მე და არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით მთელი საქართველოს მასშტაბით 3000 ადამიანის გამოკითხა. მონაცემებში ცდომილება 2%-ია. 
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...