მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას დეკემბერში გეგმავს

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას დეკემბერში გეგმავს

Published on

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას დეკემბერში გეგმავს.მას შემდეგ რაც სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეში ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა დაადგინა, ახლა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, მოჰყვა თუ არა რაიმე სახის რეაგირება მათ გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
 
„საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არაფერი არ გააკეთა. არ გაკეთებაში ვგულისხმობ იმას, რომ მას უნდ აღმოეფხვრა ეს ხარვეზი. ხარვეზის აღმოფხვრა იქნებოდა ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომ გამოეშვა ივანე მერაბიშვილი. მოლოდინი სწორედ ასეთი გვაქვს. კარგი იქნება თუ ჩვენი ხელისუფლება გონს მოეგება და რაც შეიძლება ჩქარა და გააკეთებს ამას ისე, რომ არ დაელოდება მინისტერიალს და კიდევ ერთხელ არ ათქმევინებს მთელს მსოფლიოს, რომ საქართველოში ჰყავთ ვანო მერაბიშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი,“-განაცხადა ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
 
საქართველოს ხელისუფლებას მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებამდე ივანე მერაბიშვილის გათავისუფლებას ურჩევს, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძეც.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...