მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს - Edison Research-მა კვლევა გამოაქვეყნა

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს – Edison Research-მა კვლევა გამოაქვეყნა

Published on

კითხვაზე, "დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას," შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 22%, დავით ბაქრაძე – 18%, სალომე ზურაბიშვილი – 15%, შალვა ნათელაშვილი – 8%, დავით უსუფაშვილი – 3%, ზურაბ ჯაფარიძე 2%, სხვა კანდიდატი – 7%, არ ვიცი/არ უპასუხა – 25%.
 
ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი კვლევის მხოლოდ ერთ შეკითხვაში ლიდერობს, იქ, სადაც გამოკითხვა ამომრჩევლის ნეგატიურ განწყობას გამოხატავს.
 
შეკითხვაზე, "რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არც ერთ შემთხვევაში," პირველ ადგილს 41 პროცენტით სალომე ზურაბიშვილი იკავებს:
 
შედეგები დეტალურად ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 41%, ზურაბ ჯაფარიძე – 29%, შალვა ნათელაშვილი – 16%, გრიგოლ ვაშაძე – 13%, დავით ბაქრაძე – 11 %, დავით უსუფაშვილი – 11%. 
 
Edison Research-ის მიერ გამოკითხულთა 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გარდაუვალი იქნება.
 
„რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა სხვა საკითხებსაც დაეთმო. გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის ფარგლებში მოსახლეობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც შეაფასა.  
 
საერთაშორისო ორგანიზაციის ვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 43% „რუსთავი 2-ის“ პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემებიდან იღებს ინფორმაციას.
 
Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით მთელი საქართველოს მასშტაბით 3000 ადამიანის გამოკითხა. მონაცემებში ცდომილება 2%-ია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...