მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ქვეყანა კარგ გზაზე დააყენოს" - პაატა...

“მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ქვეყანა კარგ გზაზე დააყენოს” – პაატა ბურჭულაძე გრიგოლ ვაშაძეზე

Published on

„გრიგოლ ვაშაძეს პიროვნულად ვუჭერ მხარს,“ – ეს განცხადება საოპერო მომღერალმა, პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილმა თავმჯდომარემ, პაატა ბურჭულაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.
პაატა ბურჭულაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას დადებითად აფასებს.
„ის არის მტკიცე ადამიანი, მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ქვეყანა კარგ გზაზე დააყენოს და რა თქმა უნდა, მე ძალიან მესიამოვნება, რომ ჩვენი პირველი ლედი იყოს ისეთი, როგორიც არის ნინო ანანიაშვილი იმიტომ, რომ ეს საქართველოს იმიჯს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო აამაღლებს საზღვარგარეთ,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძე მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ბურჭულაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე ივანიშვილის მილიონებზე არ „გაიყიდება“.

სიახლეები

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო...

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...