მთავარისიახლეებისაზოგადოებამალხაზ მაჩალიკაშვილი ყველას მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე მივიდნენ

მალხაზ მაჩალიკაშვილი ყველას მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე მივიდნენ

Published on

„დიდი თხოვნით მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით,“ – ეს განცხადება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, პანკისში, ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა.მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოქალაქეებს და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მიმართა. მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს "სისხლიანი რეჟიმი" უწოდა. „დიდი თხოვნით მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით, ასევე მივმართავ მთელ საქართველოს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდში ამ სისხლიანი რეჟიმის დასრულებისთვის,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
 
ამ წუთებში, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობს. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...