მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის"- გრიგოლ ვაშაძე

“ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის”- გრიგოლ ვაშაძე

Published on

ამერიკაში მყოფი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ვაშინგტონში დღეს პირველ შეხვედრას მართავს. გრიგოლ ვაშაძე სენატის საგარეო საქმეებისა და დაზვერვის კომიტეტების წევრს, აიდაჰოს შტატის სენატორ ჯეიმს რიშს ხვდება. სენატორების გარდა დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთანაც. ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის საქართველოში არსებული რეალური ვითარების გაცნობას გეგმავს. ვაშინგტონის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე ლევან ვარშალომიძესთან 
ერთად ნიუ-იოკრში ჩასვლას და ქართულ დიასპორასთან შეხვედრას აპირებს.
"მიდის ფართომასშტაბიანი შეტევა ბიზნესზე, თავისუფალ პრესაზე, მიდის ფართომასშტაბიანი შეტევა მთლიანად ჩვენ საზოგადოებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის,"-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...