მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ შეიძლება თავისუფალი მედიის დატერორება, ბიზნესის დატერორება საპრეზიდენტო არჩევნების წინ" - გრიგოლ...

“არ შეიძლება თავისუფალი მედიის დატერორება, ბიზნესის დატერორება საპრეზიდენტო არჩევნების წინ” – გრიგოლ ვაშაძე ვაშინგტონში კონგრესმენებს შეხვდა

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ბოლო პერიოდში მედიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.
საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არ დაირღვეს დემოკრატიის მთავარი პრინციპები და არ გადავადდეს ქვეყნის საგარეო გეგმები.„არ შეიძლება „იბერიაში“ შევარდნა, არ შეიძლება „პალიტრა ნიუსში“ შევარდნა.არ შეიძლება თავისუფალი მედიის დატერორება, ბიზნესის დატერორება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ჩვენს რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ. ეს არი არის ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის საქმე ეს არის მთლიანად საზოგადოების საქმე. ჩვენ თუ არ გვექნა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი  დემოკრატია ყველა ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზანი გადავადდება და გახდება კიდევ უფრო შორეული პერსპექტივა, ეს რა თქმა უნდა საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უნდა“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.ვაშინგტონში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი მოლაპარაკებებს განაგრძობს. გრიგოლ ვაშაძე ლევან ვარშალომიძესთან ერთად ერთად ნიუ-იოკრში ჩასვლას და ქართულ დიასპორასთან შეხვედრას გამართავს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...